ნდობის ფაქტორს ადამიანებს შორის ურთიერთობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი გრძელვადიანი და მყარი ურთიერთობის საფუძველს პარტნიორებს შორის ურთიერთნდობა წარმოადგენს. ამასთან, ყველა ჩვენგანს გვქონია სიტუაცია, როდესაც ადამიანმა, რომელსაც ჩვენ ვენდობოდით და ახლობლად მიგვაჩნდა, გვიღალატა ან ისეთი საქციელი ჩაიდინა, რასაც მისგან არ ველოდით.
რა უდევს საფუძვლად ადამიანის ქცევის მოდელს? რატომ იღებენ გადაწყვეტილებას ინდივიდები მოიქცნენ გარკვეული სახით და არა სხვაგვარად? ჩვენი საქციელი ჩვენივე თავისუფალი ნების შედეგია თუ რაიმე გვაიძულებს ასე მოვიქცეთ? ის თუ რა წარმოადგენს ადამიანის ქცევის განმსაზღვრელ მოტივს, ფსიქოლოგიის დარგის ერთერთი ცენტრალური თემაა
არსებობს თუ არა გაგება და რას წარმოადგენს ის სინამდვილეში? შესაძლებელია თუ არა ადამიანები სრულად უგებდნენ ერთმანეთს? ხომ არ არის ის ილუზია და სასურველის სინამდვილეთ გასაღება? და თუ არსებობს რა წარმოქმნის ადამიანებს შორის გაგებას და რა მექანიზმებით მიიღწევა ის?
ალბათ ყველა ჩვენგანს ჰქონია დროდადრო ისეთი განცდა, რომ რაღაც გვაკლია. ეს გრძნობა მაშინაც კი არ გვტოვებს, როდესაც თითქოს და ყველაფერი გვაქვს, თუნდაც ეს იყოს: საყვარელი ოჯახი, წარმატებული კარიერა, ერთგული მეგობრები ან კარგი სახლი, მაგრამ თითქოს რაღაც მაინც ისე არ არის. შესაძლოა თქვენ … საკუთარი თავი გაკლიათ
უნდა ვაღიაროთ, რომ სამომხმარებლო გადაწყვეტილებების კონტექსტში, ადამიანების გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი საკმაოდ შორსაა გაცნობიერებულისაგან. დღეისათვის ცნობილია, რომ ტვინს აქვს ორი სხვასდასხვა სისტემა, რომლებიც პასუხს აგებენ გადაწყვეტილების მიღებაზე
პანიკის უეცარი შეტევა, რომელიც თქვენთვის რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ხდება - ეს ნორმალურია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე უნდა დატოვოთ, როგორც არის. პირიქით, უნდა შევცადოთ და დაამარცხოთ თქვენი შიშები, რომ ისინი მეტს აღარ გირთულებდნენ ცხოვრებას. ამის გაკეთებაში კი, ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე ფსიქოლოგიური ხერხი დაგეხმარებათ
ამბობენ, რომ წარმატებული ბიზნესმენის ფსიქიკა განსხვავებულადაა მოწყობილი და ასე, რომ არ იყოს ისიც სხვების ფონზე ჩაიკარგებოდა და წარმატებას ვერასოდეს მიაღწევდაო. საინტერესოა რამდენად მართებულია ეს წარმოდგენა?
ცხოვრებაში ხშირადაა სიტუაციები, როდესაც რაღაც საკითხში სხვაზე ხარ დამოკიდებული და სხვისთვის გიწევს რაიმის თხოვნა. ამასთან, თხოვნის სწორად ჩამოყალიბება კი უკვე შენზეა დამოკიდებული. როგორ მოვახერხოთ ეს? გაეცანით ჩემს სტატიაში
ფილოსოფოსი, ეკონომისტი, პოლიტოლოგი და რევოლუციონერი, რომლის დაბადებიდანაც ცოტა ხნის წინ 200 წელი შესრულდა, და რომლის სოციალური და ეკონომიკური თეორიების მართებულობაზეც გაცხარებული დავა დღემდე მიმდინარეობს. ამ სტატიაში შევეცდები ფილოსოფიური და თეორიული კუთხით გავაანალიზო და ახსნა მოვუძებნო, თუ რატომაა დღემდე ასე აქტუალური მარქსის მემკვიდრეობა.
სტატისტიკის მიხედვით 100-დან 7 ადამიანი დეპრესიითაა დაავადებული, 3 ბიპოლარული დარღვევით, 1 სოციაპატია, 1 კი შიზოფრენიკი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი დიაგნოზის მიუხედავად ცხოვრობს, რასაც საზოგადოებაში უწოდებენ ნორმალური ცხოვრებით. შიზოფრენია ყველაზე მეტად გავრცელებულია დიდი ქალაქის მაცხოვრებლებში
საშუალო ასაკის კრიზისი გულისხმობს ფასეულობების, მიზნების, აზრების და საკუთარი წარსულის გადაფასებას, სხვაგვარად გააზრებას, საკუთარი მიღწევების შეფასებას და შედეგად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო განცდებს. ამ სახის «ინვენტარიზაცია» საბოლოოდ ყველა ჩვენგანს უწევს. ეს არც თუ მარტივი პერიოდია და სჯობს მას მომზადებული შეხვდე
ამ ნაშრომში შევეცდები წარმოგიდგინოთ ფსიქოლოგიის მიმართულებები და სკოლები, ასევე მოვიყვანო მათი მოკლე აღწერა, დაწყებული პირველი ფსიქოლოგიური სწავლებების გაჩენიდან, დამთავრებული მისი თანამედროვე მიმდინარეობებით. თან ეს ყველაფერი ისე, რომ მასალა მაქსიმალურად გასაგები და აღსაქმელი იყოს (რამდენადაც ეს ზოგადად შესაძლებელია ამ სფეროში) ჩვეულებრივი მკითხველისათვის და ფართო აუდიტორიისათვის. ზოგიერთი მიმართულება უფრო ფართოდაა წარმოდგენილი, ზოგი კი ნაკლებად, გამომდინარე იქიდან თუ რა კვალი დატოვა ფსიქოლოგიის მეცნიერების ისტორიაში
“შრედინგერის კატა” – ეს არის გონებრივი ექსპერიმენტი, წარმოდგენილი კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი პიონერის ერვინ შრედინგერის მიერ, რათა ეჩვენებინა, თუ რამდენად უცნაურად გამოიყურებიან კვანტური ეფექტები მაკროსკოპული სისტემების მიმართ. ყველაფერ ამას შევეცდები მარტივი სიტყვებით აგიხსნათ ამ სტატიაში
ადამიანის ხასიათს ტვინის უჯრედების დონეზე, საფუძველად უდევს ნეირომედიატორები — ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც გადასცემენ ნერვულ იმპულსებს ერთი ნეირონიდან მეორეს (სეროტონინი, ნეოადრენალინი, დომაფინი და სხვა). და იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი სჭარბობს მოცემულ მომენტში, ჩვენ განვიცდით — სიხარულს, ბედნიერებას, აღფრთოვანებას, წუხილს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ემოციები “შიგნიდან” წარმოიქმნება — ფიზიოლოგიური ცვლილებების შედეგად
ეს გაგება ბიზნეს და ზოგადად ფსიქოლოგიაში 1997 წლიდანაა შემოსული. ახლა ის ფართოდ გამოიყენება. გადადებული ცხოვრების სცენარი ესაა, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ბიზნეს-პროექტის დაწყებას, ის ადგენს გეგმას და აცნობიერებს, რომ მისი განხორციელება დაიწყება ერთი წლის შემდეგ
ურთიერთობების გაწყვეტა განსაკუთრებით რთული მომენტია ქალებისათვის, ის მოქმედებს ფსიქიკაზე და იწვევს განცდებს არამხოლოდ მოცემულ მომენტში, არამედ გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე გრძელვადიან პერსპექტივაშიც. მოქმედებაში მოჰყავს ფსიქიკური დაცვის მექანიზმები, აკორექტირებს რეალობის აღქმას, საბოლოოდ ცვლის რა ქალის პიროვნებას და მისი მომავალი ურთიერთობების მოდელს
გახსოვდეთ, რა ემოციებიც გვაქვს და რაზეც ვფიქრობთ იმას წარმოვადგენთ და იმას ვქმნით. ყველა ადამიანი შედგება დადებითი და უარყოფითი ემოციებისაგან. გამომდინარე იქიდან, თუ რომელი უფრო სჭარბობს ჩვენში, ჩვენი მენტალიტეტი და შესაბამისად ჩვენი ცხოვრებაც იქითკენ იხრება. ამიტომ აუცილებელია, რომ მოვახერხოთ და შევცვალოთ ნეგატიური აზროვნება პოზიტიურით. თუ სულ ნეგატიურზე ვფიქრობთ და ვწუწუნებთ მოვიმკით ნეგატიურ მომავალს. ჩვენი ფიქრებით ვაპროგრამებთ საკუთარ თავს. ჩვენი გრძნობებით ვქმნით ჩვენს მომავალს.
სიზმრების ახსნა ეხმარება ადამიანს, უკეთ გაუგოს საკუთარ თავს და იპოვოს პასუხი ბევრ კითხვაზე
ადგილობრივ თვითმმართველობის რეფორმის საჭიროება უმთავრესად განაპირობა ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებულმა სისტემურმა პრობლემებმა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკის და სტრატეგიის არარსებობა.
განვითარებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში ადგილობრივ თვითმმართველობას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია სახელმწიფო მმართველობის სისტემაში, როგორც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ შემადგენელ ელემენტს.
თვითკმარობა უმოკლესი გზაა ბედნიერებისა და უშფოთველი ცხოვრებისაკენ. ასე ვთქვათ, იცხოვრო სიამოვნებით, ზედმეტი პრობლემების და თავსმოხვეული წესების და სტერეოტიპების გარეშე.
თქვა «არა» არც თუ ყოველთვის მარტივია. განსაკუთრებით ეს ახლობელ ადამიანებს ეხება, რამდენადაც ამას შეუძლია გამოიწვიოს უკმაყოფილება, არაერთგვაროვნად იქნას გაგებული და საბოლოო ჯამში მიგვიყვანოს, ურთიერთობების გაფუჭებამდე. მიუხედავად ამისა, გარკვეულ სიტუაციებში უარის თქმა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს

სიახლეების გამოწერა


Copyright 2018 | by: Stafilo LTD