მადონა გულვერდაშვილი

გავლილმა ბიზნეს ქოუჩინგის სესიებმა ძალიან ბევრი შეცვალა ჩემს მსოფმხედველობაში და ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების აღქმაში. სწორად დამანახა ბიზნეს საქმიანობის პრიორიტეტები. დავინახე და სწორად აღვიქვი ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები. და ყოველივე ეს მათ შორის ჩემი სისუსტეებიც გამოვიყენე ჩემს სასარგებლოდ. ეს ყოველივე შესაძლებელია გამოცდილი ქოუჩისა და მენტორის დახმარებით.

გავაცნობიერე ბიზნესის დეტალები, დავისახე მოქმედების სტრატეგია, მივყევი მას და მივიღე მნიშვნელოვანი შედეგები, როგორიც არის ფინანსების მართვა, მოლაპარაკებების წარმოება, მენეჯმენტი და ბიზნეს ურთიერთობები. ყველაფერი ამის მიღწევა არც თუ ისე რთულია კარგი მენტორის დახმარებით. უბრალოდ აუცილებელია მონდომება, სწორი ანალიზი, მომავალი მოქმედებების დაგეგმვა და მათი რეალიზაცია ცხოვრებაში. ამისთვის ყველას გირჩევთ ამირანთან ქოუჩინგის კურსის გავლას.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამირანს საინტერესო პროგრამისათვის!

  • მადონა გულვერდაშვილი (მთავარი ფინანსისტი)

სიახლეების გამოწერა


Copyright 2018 | by: Stafilo LTD