გიორგი ფანცულაია

ყოველთვის მაინტერესებდა ისეთი საკითხები, როგორიც არის ფსიქოლოგია, პიროვნული განვითარება,  საკუთარი თავის უკეთ შეცნობა, ადამიანის ცნობიერება, მაინტერესებდა ასევე რა განაპირობებს ადამიანის წარმატებას პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად არ ვიცოდი ვისთან შეიძლებოდა მესაუბრა აღნიშნულ თემატიკაზე, ისიც კი არ ვიცოდი რა მჭირდებოდა ზუსტად. უბრალოდ ვგრძნობდი, რომ  ცვლილებები მჭირდებოდა, რაზეც უნდა მელაპარაკა, რისი გაცნობიერებაც უნდა მომეხდინა.

ვგრძნობდი შებოჭილობას, გარკვეული სახის კომპლექსებს სხვებთან ურთიერთობის პროცესში, რაც განვითარების და თვითრეალიზების საშუალებას არ მაძლევდა, პრობლემა ის იყო, რომ არაფერს ვაკეთებდი ამის გამოსასწორებლად, უბრალოდ მივყვებოდი დინებას. ვფიქრობდი, რომ რაიმის შეცვლა უკვე შეუძლებელი იყო  ან წარმოუდგენელ, არაადამიანურ ძალისხმევას მოითხოვდა. თითქოს თან მეშინოდა და თან არ მჯეროდა ცვლილებების. ერთი სიტყვით ის მდგომრეობა იყო, როდესაც ეგუები შენს მდგომარეობას და გამოსავალს არათუ ვერ პოულობ, არც კი ეძებ. არ გსურს საკუთარი კომფორტის ფსიქოლოგიური ზონიდან გამოსვლა, არადა როდესაც გაათვითცნობიერებ ყველაფერს ხვდები, რომ ეს არათუ კომფორტის, ყველაზე დიდი ტკივილის და უიმედობის ზონა იყო.

რაღაც მომენტში მომწყინდა ეს უიმედობა და მივხვდი, ამ მდგომარეობისადმი შეგუებას არ ვაპირებდი. დავიწყე ძიება, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით, თუ ვისთვის შემეძლო დახმარებისათვის მიმემართა? ფეისბუქში შემთხვევით გადავაწყდი საინტერესო ბლოგს. გარკვეული პერიოდი ვაკვირდებოდი და ვკითხულობდი აქ განთავსებულ საინტერესო სტატუსებსა და სტატიებს, რომლებიც კარგად ეხმაურებოდნენ ჩემთვის საინტერესო თემებს. მას შემდეგ რაც გავიგე, რომ შესაძლებელი იყო ჩემთვის საინტერესო კურსის გავლა, გადავწყვიტე დავკავშირებოდი ბლოგის მოდერატორს და დავსწრებოდი მის პროგრამას.

ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ითქვას ბევრი რამ საფუძვლიანად შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. დღეს როდესაც უკან ვიხედები, შიშით ვიხსენებ გადაწყვეტილების მიღების ამ მომენტს. და შიშის გრძნობას განვიცდი, რადგან შესაძლებელი იყო ეს გადაწყვეტილება არც კი მიმეღო და არც არაფერი შეცვლილიყო ჩემთვის.

ვიტყვი ერთს, ამ გადაწყვეტილებამ ჩემს ცხოვრებაში ის შეცვალა, რომ ცხოვრების განსხვავებული აღქმა და სულ სხვანაირად ყურება დავიწყე. პირველ რიგში, გავათვითცნობიერე და ნათლად წარმოვიდგინე ცხოვრებაში საკუთარი ადგილი და შესაძლებლობები, დავისახე მიზნები და წარმოიშვა მანამდე არნახული მოტივაცია. გავაცნობიერე, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და მთავარი. შევიძინე ის საჭირო უნარები, რაც აუცილებლად მჭირდება ჩემს წინაშე მდგომი გამოწვევების გასამკლავებლად და ამოცანების გადასაწყვეტად. ხვდები რომ ახლა ჩემი ბედნიერება და მიზნის მიღწევის შანსი სრულად ჩემს ხელთაა.

ამირანის მომავალ კლიენტებს კი მინდა ვურჩიო: კარგი მენტორის გვერდში დგომით აუცილებლად იპოვოთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, შესაძლოა ეს თქვენ პირად, პროფესიულ, შემოქმედებით ან ბიზნეს საკითხებს უკავშირდებოდეს. მაგრამ მთავარია, რომ ეს ის საკითხებია, რაც თქვენ გჭირდებათ თქვენი საბოლოო მიზნების მისაღწევად.

სიახლეების გამოწერა


Copyright 2018 | by: Stafilo LTD