ბიზნეს ქოუჩინგი
ბიზნესის სამყარო

ბიზნესის სამყაროს თავისი კანონები გააჩნია, და ისინი ხშირად საკმაოდ დაუნდობელი, ძალიან კონკურენტული და მკაცრად სარგებელზე ორიენტირებულია. მთელი სიმძაფრით დგება არსებული მატერიალური და პიროვნული რესურსების სწორად გამოყენების საკითხი. ბიზნესმენისათვის მნიშვნელოვანია დასახული ბიზნეს მიზნების რეალიზაცია. იმისათვის, რომ თანამედროვე ბიზნესში იყო წარმატებული გჭირდება განვითარება, რაშიც აუცილებელი ხდება ქოუჩის და მენტორის დახმარება.

არის სიტუაციები, როდესაც ცალკეული ორგანიზაციებმა ან ბიზნესმენებმა, წარმატების გარკვეულ დონეს მიაღწიეს, მაგრამ ისინი წარმატების გარკვეულ ზღვარს ზემოთ ვეღარ ვითარდებიან. რა უშლის მათ ხელს? საქმე იმაშია, რომ განვითარება, გააგრძელო და ახალი “მწვერვალები” დაიპყრო აუცილებელია გარკვეული თვისებების და უნარების ჩამოყალიბება. რა თვისებებზე და უნარებზეა საუბარი? 

 

რას გულისხმობს ბიზნეს ქოუჩინგი?

ბიზნეს ქოუჩინგი დაგეხმარებათ ბიზნესის, მარკეტინგის, ფინანსების ფსიქოლოგიის, გუნდური მუშაობის უნარი, საკომუნიკაციო თვისებების ათვისებასა და ცხოვრებაში წარმატებით გამოყენებაში.

ბიზნეს ქოუჩინგი გულისხმობს ბიზნესმენებისათვის არამხოლოდ, ბიზნესის წარმოებისათვის საჭირო უნარების და თვისებების ჩამოყალიბებას, არამედ ცალკეული პრობლემატური საკითხების ინდივიდუალურად შესწავლას, გაანალიზებას და გადაწყვეტის გზების ერთობლივად ძიებას. მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის, მოლაპარაკებებისათვის, გადაწყვეტილების მიღების თუ ხელშკრულების გაფორმებისათვის მომზადებას, დახმარებას ბიზნეს საქმიანობის დაწყებაში, პარტნიორთან, აქციონერებთან თუ კონკურენტებთან გართულებული ურთიერთობების მოგვარებაში. ჩვენს რჩევებს მრავალი ბიზნესმენი მრავალ საკითხში საკმაოდ წარმატებით იყენებს.

სიახლეების გამოწერა


Copyright 2018 | by: Stafilo LTD