პერსონალური ქოუჩინგი
პერსონალური ქოუჩინგი

მსოფლიოში პოპულარული და ეფექტური სერვისი, რომელიც გულისხმობს ტრენერის ფსიქოლოგიურ და პროფესიონალურ მხარდაჭერას, სწავლებას და დახმარებას, რათა მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.

 

ვისთვისაა გათვლილი პროგრამა:

  • ვინც გრძნობს, რომ საჭიროა ცვლილებები
  • ვისაც არ აკმაყოფილებს არსებული რეალობა
  • ვინც ფიქრობს, რომ მეტის მიღწევა შეუძლია
  • ვისაც სურს აღმოაჩინოს საკუთარ თავში პოტენციალი და მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი შინაგანი პოტენციალი
  • ვისაც სურს მიაღწიოს დასახულ მიზნებს, როგორც პირად, ასევე კარიერულ, ბიზნეს თუ სხვა ნებისმიერ სფეროში

 

პერსონალური ქოუჩინგის მიზანია:

მოახდინოს პიროვნების ცხოვრებისეული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. 1:1-ზე მუშაობის პროცესში ქოუჩი შეისწავლის პიროვნებას და განსაზღვრავს მის თავისებურებებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებს, მიზნებს და მათი მიღწევის გზებს.

 

პერსონალური ქოუჩი დაგეხმარებათ:

 

  • სწორად შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა
  • განსაზღვროთ თქვენი შინაგანი პოტენციალი
  • დაისახოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი და რეალური მიზნები
  • შეიმუშავოთ მიზნის მიღწევის ეფექტური ტაქტიკა და სტრატეგია
  • მიიღოთ ქოუჩის დახმარება მიზნის მიღწევის გზაზე

 

შედეგად:

შედეგად, თქვენი პერსონალური ქოუჩი შეიმუშავებს თქვენი განვითარების სტრატეგიას და მიზნის მიღწევისათვის მოქმედების გეგმას.

  • პროფესიული წინსვლა
  • ურთიერთობების მოწესრიგება და გაუმჯობესება
  • ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება
  • ცხოვრების ხარისხის ამაღლება
  • შინაგანი რესურსულობის ზრდა
  • გრძელვადიანი ხედვისა და სტრატეგიის შექმნა

სიახლეების გამოწერა


Copyright 2018 | by: Stafilo LTD