ბიზნეს ფსიქოლოგია
ამბობენ, რომ წარმატებული ბიზნესმენის ფსიქიკა განსხვავებულადაა მოწყობილი და ასე, რომ არ იყოს ისიც სხვების ფონზე ჩაიკარგებოდა და წარმატებას ვერასოდეს მიაღწევდაო.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიის ნებისმიერი განშტოება მაინც ფსიქოლოგიას განეკუთვნება და საერთოდ ზოგადფსიქოლოგიური კანონები ბიზნესფსიქოლოგიაშიც ზუსტად იგივენაირად მოქმედებს. თუმცა ამასთან ბიზნესმენის ფსიქოლოგიას გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს. რაღაც გაგებით ბიზნესმენი ყველა ადამიანშია, უბრალოდ ბიზნესმენი ბედავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და იდეების რეალიზაციას. ადამიანი, რომელიც ბიზნეს ეწევა და ახდენს საქმის ორგანიზებას, ხშირად სხვადასხვა პრობლემებს აწყდება, ამ შემთხვევაში მისგან მოითხოვება გარკვეული  თვისებები, შესაბამისად მის ფსიქიკასაც სხვა მოთხოვნები წარედგინება. ეს ნაწილობრივ თანდაყოლილი, ნაწილობრივ კი შეძენილი ფსიქოლოგიური უნარებია.

 

პრობლემა

მუდმივი და ხშირად არცთუ კორექტული, მკაცრი კონკურენციის პირობებში საჭირო ხდება მუდმივად ფიქრი გამოსავალზე, სარგებელზე და საკუთარ ინტერესებზე. იმისათვის, რომ თანამედროვე ბიზნესში იყო წარმატებული გჭირდება განვითარება, რაშიც აუცილებელი ხდება ქოუჩის და მენტორის დახმარება. ხოლო ვინაიდან ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან მრავალი გარდაუვლად დგება მათ შორის სამყაროში შეზღუდული რაოდენობით არსებული მატერიალური დოვლათის განაწილება–გადანაწილების საკითხი. აი აქ კი ადგება ბიზნესმენს მისი ფსიქოლოგიური უნარები.

არიან ბიზნესმენები, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, მთელი ცხოვრებაა მარტო მუშაობენ და სხვაგვარად არ შეუძლიათ, მაგრამ ისინი გარკვეული ზღვარის ზემოთ ვეღარასოდეს ავლენ. განვითარება, რომ გააგრძელო და ახალი “მწვერვალები” დაიპყრო აუცილებელია გარკვეული თვისებების ჩამოყალბება. რა თვისებებზეა საუბარი? ბიზნესის, მარკეტინგის, ფინანსების ფსიქოლოგიის ცოდნა, გუნდური მუშაობის უნარი, საკომუნიკაციო თვისებები და ა.შ.

 

 რას გულისხმობს კონსულტაცია?

კონსულტაცია თავის თავში მოიცავს მიმართულებების საკმაოდ ფართო სპექტრს. ჩვენთან არამხოლოდ ბიზნესმენები მოდიან. თუმცა ბიზნესმენისათვის მთავარი კრიტერიუმი, ეს ბიზნეს მიზნების მიღწევაში დახმარებაა. ჩვენს რჩევებს მრავალ სფეროში იყენებენ და საკმაოდ წარმატებითაც. ეს შესაძლოა იყოს ბიზნეს საქმიანობის დაწყებაში, პარტნიორთან გართულებული ურთიერთობისას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ან შეხვედრის წინ რჩევები. ასევე ხშირად გვთხოვენ მოლაპარაკებებში წარმომადგენლობას, რადგან მეორე მხარის "აზრების წაკითხვა" ჩემი ხელობაა. საერთოდაც მოლაპარაკებების ტექნიკა, საკმაოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი შეხვედრის დროს. მოლაპარაკებები შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც საჭადრაკო პაექრობა, სადაც ყოველ სვლაზე, კარგად გათვლილ ტაქტიკასა თუ წინასწარ შემუშავებულ სტრატეგიაზე, საბოლოო ბიზნეს შედეგია დამოკიდებული.

მაგრამ, მთავარი ბიზნეს ფსიქოლოგიაში მაინც ობიექტური ფსიქოლოგის დახმარებაა, ვინაიდან ბიზნესმენი, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს, მის წინაშე არსებული პრობლემის თუ არჩევანის გაანალიზებისას სუბიექტურია, რადგან საქმე მას და მის ფინანსებს ეხება, უნდა თუ არა ასეთ შემთხვევებში ადამიანი განიცდის, ნერვიულობს, ზუსტად ამ დროს რჩებათ მხედველობიდან გადამწყვეტი დეტალები და უმეტესობა უშვებს საბედისწერო შეცდომებს. აი აქ კი ძალიან ადგება ობიექტური და მიუკერძოებელი ბიზნეს ფსიქოლოგის დახმარება, რომელიც მრავალმხრივ ანალიზზე და რისკების სამართლიან შეფასებაზეა დაფუძნებული.

სიახლეების გამოწერა


Copyright 2018 | by: Stafilo LTD