საუბარი ფსიქოლოგთან
რას ნიშნავს ისაუბრო ფსიქოლოგთან? ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია სტერეოტიპები, რომ ეს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საქმეა. რაც ძალიან შორსაა რეალობისაგან.

რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არა აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური ბლოკები, კომპლექსები, გარკვეული სიტუაციის თუ მოვლენის შიშები, შფოთვები, და რაც ყველაზე პრობლემატურია - გადაუწყვეტელი ცხოვრებისეული სიტუაციები, რაც მათ დიდი ხნის განმავლობაში სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს. ამ ყველაფერთან გასამკლავებლად კი მხოლოდ საკუთარი ძალები არ არის საკმარისი.

ამასთან, სტრესს ყველა უარყოფით მხარესთან ერთად, კიდევ ერთი დიდი მინუსი აქვს. სტრესი არ აძლევს საშუალებას ადამიანს მოახდინოს ფოკუსირება რაიმეზე, დაალაგოს გეგმები, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. სტრესი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - თიშავს ადამიანის ფსიქიკურ თვისებას, გინდათ ორგანოს, რომელიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაკავებულია გრძელვადიანი დაგეგმით და კონტროლით.

პროგრამა „საუბარი ფსიქოლოგთან“ ზუსტად ამ კატეგორიის ადამიანებზეა გათვლილი. ვისაც არა აქვთ ფსიქიკური დარღვევები, არამედ უბრალოდ სწორი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მისაღებად ობიექტური რჩვევა და მენტორის დახმარება ესაჭიროება.

მაშ ასე, თუ გსურთ მოიხსნათ კომპლექსები, განთავისუფლდეთ ფსიქოლოგიური ბორკილებისაგან და აიმაღლოთ ცხოვრების ხარისხი? ამაში ფსიქოლოგთან საუბარი დაგეხმარებათ.

სიახლეების გამოწერა


Copyright 2018 | by: Stafilo LTD