წარმატების ფსიქოლოგია
უაზრობაა განაგრძობდე იგივეს კეთებას და ელოდებოდე სხვა შედეგებს (ალბერტ აინშტაინი)

თუ კი თქვენ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, ესე იგი ამისათვის მიზეზიც გაგაჩნიათ. თუ თქვენ სიცარიელის, მიზნის არ არსებობის ან მიუღწევლობის, გამოუყენებელი შესაძლებლობების გამო სინანულის განცდა გიჩნდებათ, ეს იდეალური დროა, საკუთარი თავის შეცვლა დაიწყოთ. ყველა ცვლილება კი ფსიქიკის ცვლილებით იწყება.

სად გადის ზღვარი წარმატებასა და წარუმატებლობას შორის? გამართლებაზე? კარგ განათლებაზე? მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე? ეს ზღვარი ერთადერთ ადგილას გადის და ეს თქვენი ტვინი - უფრო სწორად ფსიქიკაა. ისტორიას ახსოვს უამრავი მაგალითი, როდესაც ადამიანს არაფრიდან წარმოუდგენელი შედეგებისა და მიზნებისათვის მიუღწევია. და პირიქით წარმოუდგენლად ხელსაყრელი გარემოებებიდან ან საწყისი პირობებიდან, მთლად ფსკერზე დაშვებულა. ამის მაგალითებს ჩვენს ირგვლივაც მრავლად მოვიპოვებთ. და რა იყო ამ ადამიანების აბსოლიტური უმრავლესობის ასეთი გარდაქმნის მიზეზი? პასუხი ერთია - მათი აზროვნება ანუ ფსიქოლოგია.

წარმატება —დასახული მიზნების მიღწევაში მდგომარეობს

წარმატების ფსიქოლოგია კი, ეს ადამიანის შესაძლებლობაა ჰქონდეს უნარები და შინაგანი რესურსები, რათა მიაღწიოს მიზანს - წარმატებას. ეს ერთერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი სფეროა, რაც კი სამყაროს შეუქმნია. ამდენად, ყოველი ადამიანისთვის წარმატება ინდივიდუალურია და მისი გაგებაც განსხვავებულია.

 

თუმცა წარმატება ყველასათვის მინუმუმ ერთ-ერთი შემდეგი მახასიათებლის ათვისებით მიიღწევა:

  • ახალი უნარების ათვისება — ესაა იმ უნარების, მათ შორის ფსიქოლოგიყრი უნარების  დაუფლება, რაც საბოლოოდ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ადამიანებთან ურთიერთობების, ან მოლაპარაკებების წარმოების, ან დარწმუნების უნარის დაუფლება, ვიღაცისთვის კი მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკის დაუფლება.
  • ფსიქოლოგიური წარმატება — ის ადამინის ფსიქიკის უკეთესობისაკენ და წარმატებისაკენ გადაფორმატირებას ეხება. ეს საკმაოდ რთული და ფაქიზი სფეროა, ერთის მხრივ ის ითვალისწინებს ახალი ფსიქოლოგიური აზროვნების ელემენტების გაჩენას, ასევე ძველი, ხელისშემშლელი და დამბლოკველი ფსიქოლოგიური ჩვევების თუ ხედვებისაგან განთავისუფლებას. ეს წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე ყველაზე რთული და შრომატევადი მომენტია. მაგრამ ყველაზე მთავარი და აუცილებელი. მხოლოდ ამ სახის წარმატების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი, ყველა სხვა დანარჩენი სახის წარმატების მიღწევა.
  • პოზიტივიზმი — კი ზოგადად ცხოვრებისადმი და ცხოვრემის მიმართ დადებითი შეხედულების ჩამოყალიბებაა. იცოდეთ, რა ემოციებიც გაქვთ და რაზეც ვფიქრობთ იმას წარმოადგენთ და იმას ქმნით. ყველა ადამიანი შედგება დადებითი და უარყოფითი ემოციებისაგან. გამომდინარე იქიდან, თუ რომელი უფრო სჭარბობს, მისი მენტალიტეტი და შესაბამისად ცხოვრებაც იქითკენ იხრება. ამიტომაცაა აუცილებელი შეცვალოთ ნეგატიური აზროვნება პოზიტიურით. თუ სულ ნეგატიურზე ფიქრობთ, ნეგატიურ მომავალს მოიმკით. გახსოვდეთ, რომ ფიქრებით აპროგრამებთ საკუთარ თავს. შეგრძნებებით კი ქმნით საკუთარ მომავალს.

 

პროგრამა წარმატების ფსიქოლოგია -  რაც ითვალისწინებს მენტორის/ფსიქოლოგის ჩართულობით, თქვენი პრობლემების შესწავლას, გაანალიზებას და ოპტიმალური გამოსავლის შემოთავაზებას, თქვენი განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და სამოქმედო გეგმის დასახვას - დაგეხმარებათ:

პირველ რიგში თქვენი შესაძლებლობებიდან და მისწრაფებებიდან გამომდინარე რეალური და მისაღები მიზნის განსაზღვრაში

  • ამ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე წარმატებისათვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებაში
  • ცხოვრებისადმი ახალი ხედვის და აღქმის ჩამოყალიბებაში, წარმატებული და ზოგადად წარმატებულის ფსიქოლოგიის ფორმირებაში
  • ხელს შეგიწყობთ და გვერდში დაგიდგებათ კარიერულ და სამსახურებრივ წინსვლაში, ოპტიმალური დამოკიდებულებაში ფინანსებთან და წარმატებაში პირად ურთიერთობებში

სიახლეების გამოწერა


Copyright 2018 | by: Stafilo LTD