იმ ადამიანის 5 თვისება, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად გიღალატებთ

ნდობის ფაქტორს ადამიანებს შორის ურთიერთობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი გრძელვადიანი და მყარი ურთიერთობის საფუძველს პარტნიორებს შორის ურთიერთნდობა წარმოადგენს. ამასთან, ყველა ჩვენგანს გვქონია სიტუაცია, როდესაც ადამიანმა, რომელსაც ჩვენ ვენდობოდით და ახლობლად მიგვაჩნდა, გვიღალატა ან ისეთი საქციელი ჩაიდინა, რასაც მისგან არ ველოდით.

ხშირად დაგვისვამს ჩვენი თავისთვის შეკითხვა. რა მოხდა? რამ გამოწვია ეს? ჩვენი ბრალია თუ ვინც გვიღალატა მხოლოდ იმის? სად დავუშვით შეცდომა?

პასუხი ორაზროვანია და ადამიანის ფსიქოლოგიის ლაბირინთებში უნდა ვეძებოთ. ეს თან ჩვენი ბრალიცაა და თანაც მოღალატის. ჩვენი მთავარი ბრალი კი ისაა, რომ გარკვეული თვისებების მქონე ადამიანი დროულად ვერ ამოვიცანით.

ამიტომ აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომელთაც ურთიერთობაში ქვემოთ მოყვანილი ხასიათის რომელიმე თვისება წარმოაჩინეს:

1. ზედმეტი თავაზიანობა

თუკი ვინმე ძალიან ცდილობს რაიმეში გამოგადგეთ ან ზედმეტად თავაზიანად გექცევათ, ნამდვილად ზედმეტი არ იქნება ეჭვი შეიტანოთ მის კეთილ განზრახვებში. უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერი უფასო არ არსებობს და მათ შორის თავაზიანობაც. სავარაუდოდ ეს "თავაზიანი" ადამიანიც თქვენგან რაიმე სამაგიეროს ელის.

ამიტომ თუკი ვინმე გიკეთებთ ძალიან ბევრ კომპლიმენტს, მხოლოდ თქვენთვის სასიამოვნოს გეუბნებათ და თქვენს თავმოყვარეობას ემლიქვნელება, ჩათვალეთ თქვენს წინ კლასიკური "გამომყენებელია". აღნიშნულს ასევე ადასტურებს ასეთი გარემოებაც: იმის მცდელობისას, გაარკვიოთ რაიმე დეტალურად მისი და მისი მოტივების შესახებ, ტექნიკურად არიდებს თავს პასუხს და საუბარი მუდმივად სხვა თემაზე გადააქვს.

ასეთი ადამიანი ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს, თუმცა სამწუხაროდ, როგორც წესი უკვე გვიანი აღმოჩნდება ხოლმე.

2. ადამიანს არ ახასიათებს თანაგრძნობა

ემპათია - ესაა ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და შევიდეს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ზოგიერთი ადამიანისათვის ეს გრძნობა უცხოა. ის არ აღიქვამს სხვა ადამიანს, მის გრძნობებს და განცდებს. სხვა ამ შემთხვევაში მისთვის ნივთია. ზუსტად ასეთი კატეგორიის ადამიანები ღალატობენ თავიანთ ახლობლებს ყველაზე ხშირად.

პრინციპში აქ ყველაფერი ლოგიკურია, ასეთი ადამიანი ღალატს ღალატადაც კი არ აღიქვამს, ვინაიდან ის ვერ აცნობიერებს თუ რა ტკივილს აყენებს სხვას.

ამდენად თუკი ახლობელს ან მეგობარს რაიმე სიტუაციაში, შენიშნეთ ემპათიის გრძნობის არ ქონა, თუნდაც აბსოლიტურად უცხო ადამიანთან მიმართებაშიც კი, არადა ამ მდგომარეობაში ჩვეულებრივი ადამიანი ასეთ გრძნობას, თუნდაც მინიმალურს უნდა განიცდიდეს, შეგიძლიათ ის თავისუფლად შეიყვანოთ თქვენს საეჭვოთა სიაში.

3. ადამიანი ეგოისტი ან ნარცისია

ასეთი მიდრეკილებების მქონე ადამიანი დარწმუნებულია, რომ ზუსტად ის არის სამყაროს ცენტრი და ყველა ვალდებულია მას ემსახუროს. ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ მას არ ვენდოთ. ასეთი ადამიანი იოლად გაგწირავთ, რადგან მისი გადასახედიდან თქვენი განცდები არაფერია მის განცდებთან შედარებით. ხოლო ნებისმიერ საქციელს ამართლებს ერთი მიზანი - რაც მისთვის სასარგებლოა. ის არასოდეს აღიარებს თავის დანაშაულს, პირიქით მის მიერ ჩადენილ ცუდ საქციელში ან მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებაშიც კი შეეცდება დაგადანაშაულოთ თქვენ.

ასეთი ადამიანისაგან ღალატს შეიძლება ნებისმიერ დროს ელოდოთ, როგორც კი ეს მისთვის საჭირო იქნება. ამ კატეგორიის ადამინისათვის პირველ ადგილზე თავისი ეგო დგას, ხოლო თქვენს მიმართ გრძნობები მისთვის მეორეხარისხოვანია.

4. ადამიანი მუდმივად ზედმეტს ლაპარაკობს

თუკი ადამიანი მუდმივად გიყვებათ მნიშვნელოვან ინფორმაციას სხვა ადამიანის შესახებ, რომელიც წესით საიდუმლოდ უნდა შეენახა, დამიჭერეთ ის ამას არ აკეთებს თქვენი პატივისცემის ან სიყვარულის გამო. ამ ადამიანს ასეთი ბუნება აქვს და არ ღირს მისთვის რაიმე მნიშვნელოვანის განდობა. რა იცით კიდე რამდენი "უყვარს" და "პატივს სცემს" თქვენსავით. დიდი ალბათობით თქვენს შესახებაც თვალის დაუხამხამებლად მოუყვება სხვებს.

ამ კატეგორიის ადამიანები არ აცნობიერებენ, რომ ყველას აქვს საკუთარი საიდუმლოების და პირადი სივრცის ქონის უფლება. ის არ მიიჩნევს რაიმე განსაკუთრებულად სხვისი საიდუმლოების ყველასათვის განდობას. ხოლო ამას აკეთებს იმისათვის, რათა მოცემულ მომენტში მოიპოვოს სხვების კეთილგანწყობა და ყურადღება. ამასთან მათთვის აბსოლიტურად სულერთია ვის რა ზიანს მიაყენებენ ან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებენ, რადგანაც სხვების გრძნობები და განცდები საერთოდ არ ანაღვლებთ.

5. ადამიანი მერყევი და გადაუწყვეტელია

და ბოლოს, არანაირად არ შეიძლება ისეთი ადამიანის იმედი გვქონდეს, რომელსაც შეუძლია შეგპირდეთ რაიმის გაკეთებას ან მნიშვნელოვანი შეხვედრა დაგინიშნოთ და ბოლო წამს ყველაფერი გადადოს, ნებისმიერი მიზეზით. ხშირად ასეთი ხალხი წინასწარ არც კი გაფრთხილებთ და პოსტ ფაქტუმ იწყებს თავისი მიზეზების მოყვანას. ასეთი კატეგორიის ადამიანი აუცილებლად დაგაღალატებთ, თუნდაც მისგან უნებურად. ასეთი ხალხი, როგორც წესი ყველაფერში ზუსტად ასეთები არიან, ან ძალიან მერყევნი, ან ძალიან გადაუწყვეტელნი.

ისინი შესაძლოა ამას არც კი აკეთებდნენ იმ განზრახვით, რომ ზიანი მოგაყენოთ, მაგრამ მათი ფსიქიკა ამგვარია - მერყევი. ის რასაც ფიქრობენ ერთ მომენტში, და დარწმუნებულები არიან თავიანთ გრძნობებში, შესაძლოა ძალიან სწრაფად შეიცვალოს და მოკლე დროში, თან ყოველგვარი მნიშვნელოვანი წინაპირობის გარეშე, უკვე საპირისპირო გრძნობებით იყვნენ შეპყრობილნი.

მერყევი და გადაუწყვეტელი ადამიანის ბუნება და ფსიქიკა ცოტა განსხვავებულად და იმგვარადაა მოწყობილი, რომ როდესაც რაიმე არჩევანის წინაშე დგანან სწრაფად იბნევიან, მათ შორის თუკი არჩევანი ორ კარგ ვარიანტს შორის კეთდება. თქვენ ვერასოდეს ვერ მიხვდებით შეასრულებენ ისინი მოცემულ დანაპირებს თუ არა, რადგან ეს მათ თავადაც არ იცინ ზუსტად.

სიახლეების გამოწერა


Copyright 2018 | by: Stafilo LTD