კლუბი

წარმატებულთა კლუბი

მხარდაჭერა და შთაგონება წარმატებისა და განვითარების გზაზე

დავიწყოთ იმით, რომ ადამიანი თავისი ბუნებით სოციალური არსებაა და ყველა ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ესმოდეთ და უგებდნენ. ამდენად მნიშვნელოვანია ადამიანს შეეძლოს საკუთარი აზრების, პრობლემების თუ ცალკეული საკითხების სხვებისათვის გაზიარება და პასუხად ჩამოყალიბებული აზრების ან სასარგებლო რჩევების მოსმენა. ეს განსაკუთრებით რთულია დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც კატასტროფულად არ გვყოფნის დრო, და სამწუხაროდ კიდე უფრო არ გვყოფნის კარგი გამგონე და გამგები. ამიტომ, გადავწყვიტე შემექმნა წარმატებულთა კლუბი, რომელიც იმ ხალხისაგან დაკომპლექტდებოდა, ვინც დაინტერესებულია არამხოლოდ ყოველდღიური ყოფიერებით, არამედ უფრო მაღალი მატერიებით და ცხოვრების უფრო ღრმა აზრის ძიებით. არ კმაყოფილდებიან მიღწეული შედეგებით და მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზე ფიქრობენ. ესენი, როგორც წესი არიან ბიზნესმენები, სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე ან შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული პირები. 

 

ვისთვის არის განკუთვნილი წარმატებულთა კლუბი?

  • ვინც გრძნობს საკუთარი ცხოვრების უკეთ გაანალიზების და გადაფასების აუცილებლობას
  • ვისი მიზანიცაა, მუდმივად განვითარდეს, გაიუმჯობესოს პირადი ცხოვრებისეული თუ პროფესიონალური სტანდარტები
  • ვისი ფსიქოლოგიური და მენტალური მდგომარეობა მზად არის ცვლილებებისთვის
  • ვისაც თავისი პროფესიონალური თუ სხვა სახის საქმიანობიდან გამომდინარე სჭირდება მენტორის გვერდში დგომა და მხარდაჭერა

 

როგორ ხდება კლუბ გაწევრიანება?

  • კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს საშუალო და საშუალოზე მაღალი IQ

 

როგორ ფუნქციონირებს კლუბი

  • კლუბის წევრებისთვის თვეში ორჯერ გაიმართება ინდივიდუალური და ერთხელ გუნდური შეხვედრები - თითოეული 60 წუთის ხანგრძლივობით
  • შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებს ინტერაქტივს კითხვა-პასუხის რეჟიმში, მსმენელისათვის საინტერესო თემების გარჩევას და გაანალიზებას, სხვადასხვა სფეროებში დამატებითი უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობას და მრავალფეროვან საკითხებზე კონსულტაციებს
  • განსახილველი თემები მოიცავს: პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, მენეჯმენტის და ლიდერობის, მოლაპარაკებების წარმოების და ბიზნეს კონტაქტების უნარების განვითარებას

 

 

სიახლეების გამოწერა


Copyright 2018 | by: Stafilo LTD