ჩემს შესახებ

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა და შესანიშნავადაც გამომდიოდა მათემატიკა, საერთოდ ანგარიში და გამოთვლები, თუმცა ყოველთვის გამოჩნდებოდა მაინც ვინმე, ვინც ჩემზე უკეთ ანგარიშობდა და თვლიდა. ასევე ბავშვობიდან კარგი მახსოვრობა მქონდა, თუმცა აუცილებლად გამოიძებნებოდა სხვა ვინც ჩემზე მეტს და უკეთ იმახსოვრებდა. ყოველთვის კარგად ვთამაშობდი ჭადრაკს, თუმცა აქაც ყოველთვის გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც ჩემზე მეტი კომბინაციები იცოდა და აუცილებლად მომიგებდა ხოლმე. და ზოგადად საშუალოზე ბევრად მაღალი IQ მაქვს და ეს თანაბრად ეხება სხვადასხვა სფეროებს, თუმცა აუცილებლად გამოჩნდება ბევრი სხვა, ვისაც ჩემზე მაღალი მონაცემები აღმოაჩნდება. მაგრამ (აქ ბოდიში მკითხველთან, ვინაიდან მის წინაში ყალბი თავმდაბლობის ნიღაბ ჩამოხსნილი უნდა წარვსდგე) არის ერთი სფერო, სადაც ბევრს შემიძლია ფორა მივცე და მაინც უპირობოდ ვაჯობო. ეს სფერო ანალიტიკაა. სიმართლეს ვიტყვი იშვიათად შემხვედრია ადამიანი, (კიდე უფრო სიმართლე, რომ ვთქვათ საერთოდ არ შემხვედრია) ვინც ამა თუ იმ საკითხის გაანალიზებასა და სწორი დასკვნის გამოტანაში მაჯობებდა.

დიახ, როგორც ზღაპრებშია ჯადოსნური ჯოხი ან კომიქსებში სუპერ ძალა, ასე იყო ყოველთვის ჩემთვის ანალიტიკური აზროვნება. რაც სხვადასხვა ოპონენტთან მიმართებაში (იყო ეს ცალკეული პიროვნება თუ გარემოება), რაც არ უნდა საწყის უთანაბარო პირობებში ვყოფილიყავით, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც უპირატესობას მანიჭებდა და წარმატების მოპოვებაში უპირობოდ მეხმარებოდა.

ეს უნარები მადგებოდა ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში, კარგად შემეძლო პიროვნების შეფასება, ამა თუ იმ მოვლენის პროგნოზირება, და ასევე წარმატებით მადგება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, რაც წარმატებული აუდიტორული და საკონსალტინგო კომპანიების ჩამოყალიბებაში დამეხმარა. მონაწილეობა მიმიღია მრავალი სახის სხვადასხვა პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში. ამასთან კონცეფციების შემუშავება ჩემი საყვარელი საქმიანობაა. მაგალითად, ერთ-ერთი რომლითაც ვამაყობ, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების შესახებ კონცეფცია და ვრცელი ნაშრომია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მომუშავე ჯგუფში მოღვაწეობისას დავწერე (რამდენად გამოიყენა ხელისუფლებამ ეს ცალკე საკითხია ))).

ამასთან ყოველთვის ვცდილობდი სხვა ადამიანების დახმარებას, რადგან ფსიქოლოგია და ფსიქოანალიზი ჩემი უსაყვარლესი სფეროა და რეალურად მეორე პროფესიაა (ან პირველი, გააჩნია, როგორ აღვიქვამთ). მრავალი ადამიანი მომმართავს თავიანთი პრობლემებით და მათ გადაწყვეტაში დახმარებას დიდი სიამოვნებით ვუწევ.

გადავწყვიტე ამ ყოველივესათვის სისტემატური და ჩამოყალიბებული ხასიათი მიმეცა, წინამდებარე საიტიც ამ კონკრეტული მიზნითააა შექმნილი და მინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევასა და დასახული მიზნების მიღწევაში.

სიახლეების გამოწერა


Copyright 2018 | by: Stafilo LTD